10:36 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დაახლოებით ხუთი ათასი ბინა საკუთრებაში გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელი ცხოვრობენ ამ ბინებში, მაგრამ საკუთრების უფლება არ გააჩნიათ.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული დაახლოებით 5 ათასი ბინა იქ მცხოვრებ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ამ ბინების მესაკუთრეები არ იყვნენ და, შესაბამისად, მის მოწესრიგებას ვერ ახერხებდნენ.

„დღეს მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, რომლის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ... წლების განმავლობაში ეს მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა, რომელიც უამრავ სირთულეს წარმოშობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბინების საკუთრებაში მიღების შემდეგ მფლობელები შეძლებენ ამხანაგობის შექმნას და ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაჭრას.

ამხანაგობები დიდ როლს ასრულებენ სახლების სათანადოდ მოწესრიგებაში. ადგილობრივი ხელისუფლება, ამხანაგობის მიმართვის საფუძველზე, ეხმარება მოსახლეობას სახურავის, სადარბაზოების გარემონტებაში, გზის გაყვანასა და დაგებაში, ეზოს მოწყობაში და სხვ.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სახლებში ცხოვრობენ სამხედროები, ყოფილი სამხედროები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები.

მთავარი თემები