თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ

© Sputnik / Alex Shlamovერთ–ერთი საცხოვრებელი სახლი
ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დაახლოებით ხუთი ათასი ბინა საკუთრებაში გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელი ცხოვრობენ ამ ბინებში, მაგრამ საკუთრების უფლება არ გააჩნიათ.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული დაახლოებით 5 ათასი ბინა იქ მცხოვრებ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ამ ბინების მესაკუთრეები არ იყვნენ და, შესაბამისად, მის მოწესრიგებას ვერ ახერხებდნენ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს ბინებით შეღავათიან ფასად უზრუნველყოფს - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ბინებს შეღავათიან ფასად იყიდიან

„დღეს მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, რომლის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ... წლების განმავლობაში ეს მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა, რომელიც უამრავ სირთულეს წარმოშობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბინების საკუთრებაში მიღების შემდეგ მფლობელები შეძლებენ ამხანაგობის შექმნას და ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაჭრას.

ამხანაგობები დიდ როლს ასრულებენ სახლების სათანადოდ მოწესრიგებაში. ადგილობრივი ხელისუფლება, ამხანაგობის მიმართვის საფუძველზე, ეხმარება მოსახლეობას სახურავის, სადარბაზოების გარემონტებაში, გზის გაყვანასა და დაგებაში, ეზოს მოწყობაში და სხვ.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ სახლებში ცხოვრობენ სამხედროები, ყოფილი სამხედროები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები.

ყველა ახალი ამბავი
0