07:22 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1356)
123 0 0

ქართველი ეპიდემიოლოგები ცდილობენ იმის დადგენას, სად და ვისგან დაავადდა ბავშვი კორონავირუსული ინფექციით.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი თქმით, ბავშვი თელავის ბავშვთა პოლიკლინიკაში მკურნალობდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო მედიკოსებმა ბავშვი COVID-19-ზე შეამოწმეს.

ამჟამად ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ეპიდემიოლოგები ახალი პაციენტის კონტაქტების დადგენას ცდილობენ, რათა ისინი კარანტინის ზონაში გადაიყვანონ. 11 ადამიანის ანალიზი უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული უახლესი ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია.

ამავე დროს კლინიკებიდან ვირუსისგან განკურნებული სამი პაციენტი გაეწერა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 873, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1356)

მთავარი თემები