კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ინფექციონისტის თქმით, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად უფრო ღრმა ეპიდემიური კვლევა მიმდინარეობს. ეს შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„ერთი სომხეთიდან და ორი ყირგიზეთიდან შემოტანილი შემთხვევაა. სამივესთან დადასტურებულია დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში კონტროლის პერიოდში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არა მძიმე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამჟამად COVID–ცენტრებში 115 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული უახლესი ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია.

ტესტი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

ამავე დროს კლინიკებიდან ვირუსისგან განკურნებული სამი პაციენტი გაეწერა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 873, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0