09:27 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (101)
143 0 0

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაამუშავა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 38 ათასი ჰექტარი ფართობი

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოში კალიების გავრცელების არეალი წელს ბევრად ფართოა, ვიდრე შარშან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკა მესხმა განაცხადა.

მესხის სიტყვებით, კალიების გავრცელებას ხელი შეუწყო გლობალურმა დათბობამ. ახლა მავნებელთან ბრძოლაში სპეცტექნიკა მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

იტალიური კალია Acrididae-ს ოჯახს ეკუთვნის. მწერის გავრცელების დიაპაზონი ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ცენტრალური ევროპის, ცენტრალური აზიის, მონღოლეთისა და დასავლეთ ციმბირის ტერიტორიებამდე. კალია ივლისიდან ოქტომბრამდე მშრალ, თბილ ადგილებში ბინადრობს, ირჩევს მინდვრებსა და ქვიან სტეპებს, კარიერებს, ქვიშის დიუნებს. აზიანებს ბაღჩეულს, კარტოფილს, მარცვლოვან კულტურებსა და სხვ.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (101)

მთავარი თემები