11:24 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (201)
148 0 0

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლებს შეისყიდის, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ოჯახებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 25 ათასი ლარის ღირებულების ფარგლებში სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შეუსყიდის.

2020 წლის ბოლომდე სააგენტო ჯამში უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 180 ოჯახს განასახლებს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (201)

მთავარი თემები