რა ბედი ეწევათ აბიტურიენტებს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად იყვნენ გამოცდაზე

© photo: Sputnik / Stringerაბიტურიენტები და მათი მშობლები
აბიტურიენტები და მათი მშობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და ის, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს  სპეციალური რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. აბიტურიენტები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად იყვნენ საგამოცდო ცენტრში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას განაგრძობენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – ერთ-ერთ აბიტურიენტს ინფექცია დაუდასტურდა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე ერთ-ერთ აბიტურიენტ გოგონას, რომელიც გამოცდაზე  7 ივლისს  იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხრა აბიტურიენტი კი, რომელიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იყო საგამოცდო ოთახში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და მათ ყოველი გამოცდის წინ PCR–ტესტი ჩაუტარდებათ.

„ძალიან მარტივი მოსაძიებელია ის კონტაქტები, რომელიც მასთან ახლოს იყვნენ საგამოცდო ცენტრში. ამ შემთხვევაში, გამოვიყენებთ იზოლაციის წესს, მაგრამ მათ ხელშეწყობა ექნებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ტესტირების საშუალებით გამოცდებში მონაწილეობა. მონიტორინგი ძალიან ინტენსიური იქნება. ამდენად, ყველა ეს ბავშვი გამოცდებში მონაწილეობას გააგრძელებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0