07:37 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1384)
136 0 0

აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ, შესაბამის გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აბიტურიენტს, რომელსაც PCR-ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, შესაბამის გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ. ამას „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

„2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, – აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

დოკუმენტი დღეს, 8 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და მაშინვე ამოქმედდა.

ქართველ აბიტურიენტებს პანდემიის პირობებში პირველად მოუწია უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩაბარება. პირველი გამოცდა 6 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდებზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

2 ახალგაზრდას შემთხვევაში მიზეზი დაგვიანება იყო, ორს კი სამედიცინო შემოწმებისას მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.

კიდევ ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე დასწრების უფლება მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემდეგ აღარ მისცეს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1384)

მთავარი თემები