თვითმფრინავები იფრენენ: საქართველო შიდა ფრენებს აღადგენს

© photo: Sputnikნატახტარის აეროდრომი
ნატახტარის აეროდრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან განახლდა. ქვეყნის ხელისუფლება წელს მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ და ამით შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში შიდა ავიარეისები უახლოეს პერიოდში აღდგება, განაცხადა პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო, ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას. უახლოეს დღეებში შიდა ავიარეისები აღდგება, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად და სწრაფად მოინახულონ დედაქალაქიდან დაშორებული ადგილები“, – განაცხადა ჩიქოვანმა. 

ავიაკომპანია Wizz Air–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ქვეყნები, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს – უპირობოდ და პირობებით

როგორც „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ბოლო დროს შიდა ფრენები ხორციელდებოდა ჩარტერული მიმართულებებით: თბილისი–ბათუმი, ნატახტარი–მესტია, ქუთაისი–მესტია, ნატახტარი–ამბროლაური.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან განახლდა. ქვეყნის ხელისუფლება წელს მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ და ამით შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

ტურიზმის სფერო კორონავირუსის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტში საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევებმა 953-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 830, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0