კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორ კვირაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მინიმალურია, ამასთან, მათი წარმოშობის წყაროები ადგილობრივი არაა. ესენი ძირითადად არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები ან უცხოეთიდან ჩამოსული პირები.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების წყაროები საქართველოს საზღვრებს გარეთაა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

„ბოლო ორ კვირაზე მეტია, ჩვენ ძირითადად გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს, რაც დამაიმედებელია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის COVID-ცენტრებში კორონავირუსზე 108 პაციენტი მკურნალობს.

ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ მიუღია და იქ კვლავ 24 ინფიცირებული მკურნალობს.

„ყველას მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი უმეტესი ნაწილი საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომაროებითაა", – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 953-ს აღწევს, აქედან განიკურნა 830, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 3 828 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 192 პაციენტია.

ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0