პოპულარულ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქვს, ყოველთვის ჰქონდა, გათხოვებას არ აპირებს და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც არ აპირებს.
View this post on Instagram
პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.
View this post on Instagram
მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული.
View this post on Instagram
კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.
ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ანონიმურად დატოვებული ადამიანი ტელეწამყვანს ეკითხება, თუ დაიწყებს ურთიერთობას სოფლელთან. ასათიანი, როგორც ჩანს, შეტყობინებამ ძალიან გაახალისა.