08:40 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1361)
159 0 0

გადასაღებ მოედანზე უნდა მოეწყოს სპეციალური ზონები, რომლებიც ადგილზე უცხო პირთა შესვლას გამორიცხავს

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის პირობებში კინოწარმოების კუთხით ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა.

პირველ რიგში შეზღუდვები შეეხება იმ ლოკაციებს, სადაც გადაღებები მიმდინარეობს. ყველა ლოკაცია პროცესისთვის წინასწარ უნდა მომზადდეს. ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის უნდა შეიზღუდოს იმ ადგილების მონახულება, რომელიც გადაღებების პროცესთან კავშირში არ არის.

ამასთან, გადასაღებ მოედანზე უნდა მოეწყოს სპეციალური ზონები, რომლებიც ადგილზე უცხო პირთა შესვლას გამორიცხავს.

დამატებითი რეკომენდაციები:

  • გადასაღებ მოედანზე მინიმუმ ერთი მედიკოსი ნდა იმყოფებოდეს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა კორონავირუსის დიაგნოსტიკის და პრევენციის კუთხით.
  • თითო ლოკაციაზე უნდა იყოს მინიმუმ ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ყველა რეკომენდაციის შესრულებას გააკონტროლებს.
  • გადასაღები პროცესის მონაწილეებს გადაღებების წინ PCR-ტესტი უნდა ჩაუტარდეს. მოედანზე უცხოელების ყოფნის შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ დოკუმენტი აეროპორტში ჩატარებული ტესტის შედეგებით (რომელიც 72 საათს მოქმედებს). შემდგომში მან ტესტი ყოველ 14 დღეში უნდა ჩაიტაროს.
  • მსახიობებს და გადასაღებ პროცესში მონაწილე ყველა პირს უნდა ეცნობოს სრული ინფორმაცია საკარანტინო ზომების შესახებ გადასაღებ მოედანზე.
  • ყოველ დღე ლოკაციაზე შესვლისას ჩატარდეს თერმოსკრინინგი, მსახიობებსა და მასობრივ სცენებში მონაწილე პირებს შორის უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია.
  • გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის უნდა იყოს განსაზღვრული ოთხი პირბადე, რომელიც 12-საათიან სამუშაო პერიოდზეა გათვლილი.
  • დაცვის საშუალებებით უნდა იყონ უზრუნველყოფილი სტილისტები, ვიზაჟისტები და გრიმიორები. როდესაც შეუძლებელია მუშაობა ხელთათმანებით, ხელები ხშირად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით (70% სპირტის შემცველი).გადაღების პროცესში დროდადრო უნდა სანიტარული შესვენება მოეწყოს.

შეზღუდვები თავად გადაღებების პროცესსაც შეეხო - განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ ჯგუფის წევრებს შორის კონტაქტი მინიმალური იყოს. რეკომენდებულია, რომ ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 10 კაცს. თითოეულ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე უნდა იმყოფებოდეს ერთი ადამიანი, ჯგუფებს შორის ინტერვალი 1-1,5 საათს უნდა შეადგენდეს.

რეკვიზიტის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. თუ ერთსა და იმავე კოსტიუმს იყენებს რამდენიმე მსახიობი, ყოველი გამოყენების შემდეგ მისი დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

გადაღებების დასრულების შემდეგ ყველა რეკვიზიტს, ინსტრუმენტს, ხმის დანადგარებს და ა.შ. დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

გადაიღე საქართველოში

დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოში მოქმედებს პროექტი, რომლის ფარგლებში ფილმების გადაღებებისას შეღავათები მოქმედებს.

video: Sputnik / Shota Nozadze, Vladimir Umikashvili
თბილისელებს უხარიათ, რომ „ფორსაჟს“ საქართველოში იღებენ - ვიდეო გამოკითხვა

„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტია, რომელიც გულისხმობს იმ თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაღებისას დახარჯეს. 2019 წელს ეს თანხები 10 საერთაშორისო პროექტის ავტორებს დაუბრუნდა.

ერთ–ერთი გახმაურებული პროექტი იყო ბლოკბასტერ „ფორსაჟი 9“-ის გადაღება, რომელმაც სახელმწიფო ხაზინა 32 მილიონი ლარით შეავსო. თანხაში შევიდა ტექნიკის, შენობების დაქირავება და პერსონალის დასაქმება. გადაღებები მიმდინარეობდა თბილისისა და რუსთავის ქუჩებში.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1361)

მთავარი თემები