08:51 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1361)
266 0 0

ბოლო ერთ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფექციის შიდა გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის  სამივევე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, სამივე შემთხვევაში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„ახალი პაციენტის პირველადი მდგომარეობაც არ არის მძიმე, რუტინული კვლევებით და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით ჯერ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 24 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, ყველა ტრანზიტულ მძღოლს პირდაპირ საზღვარზე უტარებენ ტესტს და საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთვევაში კლინიკაში გადაჰყავთ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 946-ს შეადგენს.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1361)

მთავარი თემები