COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში: ვინ სად დაინფიცირდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ერთ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფექციის შიდა გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის  სამივევე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, სამივე შემთხვევაში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„ახალი პაციენტის პირველადი მდგომარეობაც არ არის მძიმე, რუტინული კვლევებით და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით ჯერ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
ჯანმომ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი საიმედო პრეპარატი დაასახელა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 24 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, ყველა ტრანზიტულ მძღოლს პირდაპირ საზღვარზე უტარებენ ტესტს და საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთვევაში კლინიკაში გადაჰყავთ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 946-ს შეადგენს.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0