10:31 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (273)
1129 0 0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სექტემბერში სწავლის დაწყებისთვის პრობლემის შექმნის საფრთხეს ვერ ხედავს.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. თუ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, როგორიც დღეს გვაქვს, სწავლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

როგორ ემზადება ქვეყანა ახალი სასწავლო წლისთვის – განათლების უწყება შერეულ მოდელზე მუშაობს>>

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციით, დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ფონდმა წარმოადგინა რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ის სექტემბერში სწავლის დაწყებისთვის პრობლემის შექმნის საფრთხეს ვერ ხედავს.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ორშაბათს იწყება – ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომაა მიღებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმის საშიშროება, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, სწავლა დღეს ნაწილობრივ დისტანციურია და თუ სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია ასეთივე იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და სწავლის აღდგენას ტრადიციულ რეჟიმში საფრთხე არ დაემუქრება.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამგვარად, დღეისათვის ეს ვირუსი 943 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 821 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

თემები:
განათლება საქართველოში (273)

მთავარი თემები