07:50 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1061)
183 0 0

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა, ასევე არის გამონაკლისებიც

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

აღნიშნული გულისხმობს, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ოთხი დღისა ან დაექვემდებარონ 14-დღიან თვითიზოლაციას.

„გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მიზნით მომავალი მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ კოვიდტესტი“, - განმარტავენ საელჩოში.

აგრეთვე, ბიზნესმენები, ხელოვანები და სპორტსმენები დაიშვებიან პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

„საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, ავსტრიაში გამგზავრებამდე გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3358590“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ევროკავშირმა შეიმუშავა იმ 15 ქვეყნის სია, რომელთათვის რეკომენდებულია საზღვრების გახსნა 1 ივლისიდან. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის >>

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1061)

მთავარი თემები