ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში ევროპის ქვეყნებმა საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტი ქვეყნებისთვის დახურეს

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საქართველო შევიდა იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეები 1 ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობას შეძლებენ, იუწყება Euronews.

უსაფრთხო სიაში 15 ქვეყანა შევიდა. ესენია საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...

ჩინეთიც მოხვდა ამ სიაში, მაგრამ იმ პირობით, რომ თავის მხრივაც გახსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. საბოლოო სიაში ვერ მოხვდა რუსეთი, ბრაზილია და აშშ.

სია ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დაამტკიცდა და გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ივლისს გამოქვეყნდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში ევროპის ქვეყნებმა საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტი ქვეყნებისთვის დახურეს. საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივ გაიხსნება - ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0