საქართველოში ციმბირის წყლული დაფიქსირდა – არის თუ არა გავრცელების საშიშროება

© AP Photo / Jane Barlowლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირების ზონაში ჩაატარეს დეზინფექცია, სპეციალისტებმა შეამოწმეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი საქონელი და კვების პროდუქტები.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თიანეთის მუნიციპალიტეტში ციმბირის წყლულით საქონლისა და მათი პატრონის დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

როგორ შევარჩიოთ ხორცი>>

ინფიცირებულია 50 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საშიში ინფექცია: რამდენი ადამიანია დაავადებული საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით

„ეს შემთხვევა დაფიქსირდა ლოკალურად ერთ ოჯახში. ამ ოჯახში გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ეს გულისხმობს პირველ რიგში ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ნიმუშების აღებას, ლაბორატორიაში გადაგზავნას, ადგილზე დეზინფექციის ჩატარებას და, რა თქმა უნდა, ცხოველების იმუნიზაციას, არა მხოლოდ იმ ოჯახში, არამედ მთელ სოფელში და მის მომიჯნავე სოფლებში", – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ ტყებუჩავამ.

ამ ტერიტორიიდან ხორცისა და რძის ნაწარმის მოწოდება დროებით შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0