საქართველოში ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო ცნობილია: გამყრელიძე კომენტარს აკეთებს

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 928-ს მიაღწია, აქედან 794 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 30-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, დღეს გამოვლენილი ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდანაც ერთი ტრაილერის მძღოლია. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
სატვირთოს მძღოლებს „უფრთხილდით“: რამდენი მძღოლია ახალ ინფიცირებულებს შორის

როგორც ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო 2–3 კვირის განმავლობაში ინფექციის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სწორედ ტრაილერების მძღოლები გახდნენ. საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსზე დახლოებით 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს იკვლევენ, აღნიშნულ პერიოდში PCR–ტესტმა ვირუსის არსებობა 30-ზე მეტი მძღოლის შემთხვევაში დაადასტურა. ყველა მათგანი საქართველოში მკურნალობს.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში სულ 111 ათასი PCR–ტესტი და დაახლოებით 50 ათასამდე ექსპრეს–ტესტი ჩატარდა.

„ჩვენ ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 ათას ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დღეისთვის საქართველოში ტესტირება 19 ლაბორატორიაში ტარდება. 

ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
თბილისელები ანტისხეულებზე გამოიკვლიეს – ცნობილია შედეგები

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ინფიცირებულთა 86%  გამოჯანმრთელებულია, კლინიკებში 119 პაციენტია მოთავსებული. ამასთან, ქვეყანაში შემოსული ყველა პირისთვის მოქმედებს ორკვირიანი კარანტინი.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 928-ს მიაღწია, აქედან 794 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 229 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0