რუჯის მოყვარულებო, ფრთხილად! სპეციალისტი გირჩევთ

გამოწერა
დადგა ნანატრი ზაფხული და იმატა რუჯის მიღების მსურველთა რიცხვმა. სამწუხაროდ, ამის პარალელურად იმატა პაციენტების რაოდენობამაც დამწვრობის ცენტრში.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მზისგან დამწვრობის გამო თბილისის დამწვრობის ცენტრში ორი პაციენტი შეიყვანეს. აქედან ერთი ოთხი წლის გოგონაა, მეორე კი 19 წლის ვაჟი.

როგორც ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ოთხი წლის გოგონა დიდხანს იმყოფებოდა მზეზე მშობლებთან ერთად და ამის შედეგად მიიღო დამწვრობა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ლეღვის ნახარში: ლამაზი რუჯის ნაცვლად დამწვრობის ცენტრში!

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ზაფხულის დაწყებასთან ერთად სულ სტაციონარული მკურნალობა 25 პაციენტს დასჭირდა, ხოლო ამბულატორიული სერვისი 60-მდე პაციენტმა მიიღო. ყველა ეს შემთხვევა მზის დამწვრობით იყო მიღებული და ყველა ამ შემთხვევის თავიდან აცილება ელემენტარული წესების დაცვის შემთხვევაში შეიძლებოდა", – განაცხადა ქაშიბაძემ.

მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ქაშიბაძის განცხადებით, უნდა გვახსოვდეს, რომ მათი კანი უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ამიტომ 11:00-დან 17:00 საათამდე მათი მზეზე ყოფნა არასასურველია. მათ ასევე უნდა გამოიყენონ დამცავი კრემები და ატარონ ქუდი.

რაც შეეხება რუჯის მიღების მიზნით ლეღვის ნახარშის გამოყენებას, წელს საქართველოში ასეთი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები 30 წლის ქალი, რომელსაც განსაკუთრებით დაუზიანდა ქვედა კიდურები.

ქალი პლაჟზე - Sputnik საქართველო
რუჯი ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება, თუ... პროფესორი აუცილებელ ხილ-ბოსტნეულს ასახელებს

ქაშიბაძემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუჯის მოყვარულები, რომ ლეღვის ფოთლის ნახარში მხოლოდ ქიმიურ დამწვრობას უწყობს ხელს და არა კანის კარგი ფერის მიღებას.

„ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ, პირდაპირ ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ. არც არის აუცილებელი მზეზე გასვლა, მთვარის სინათლეზეც კი ტრამვას მიიღებენ", – განაცხადა ქაშიბაძემ.

მან მოსახლეობას ურჩია, ცხელ ამინდში მეტი სითხე მიიღონ და მზის პირდაპირ სხივებს მოერიდონ.

როგორ მოვუაროთ სახის კანს სიცხეში – კოსმეტოლოგის რჩევები>>

„ძალიან მარტივი ტესტია, რომ არ მივიღოთ მზის დაკვრა: როდესაც ჩვენი ჩრდილი მზეზე არის გრძელი, მაშინ მზე არის უსაფრთხო. როდესაც ჩრდილი მოკლდება და საერთოდ აღარ ჩანს, ე.ი. მზე ზენიტშია და ჩვენი კანი იწვება. იმ მომენტში ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ დამწვრობას ვიღებთ, საღამოს ჩრდილში ვხვდებით, რომ კანი დაგვწვია და დრო სწრაფად გასულა", – აღნიშნა ქაშიბაძემ.

სოლარიუმი - Sputnik საქართველო
ხელოვნური გარუჯვა, ტანორექსია და ევროპის მოწინავე ქვეყნებში აკრძალული სოლარიუმი

თუ დამწვრობა ძლიერი არაა, სანამ ექიმს მიმართავთ, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღება, ბევრი სითხის დალევა, აფთიაქში შეძენილი ადგილობრივი პრეპარატის გამოყენება. რაც შეეხება მაწვნისა და იოგურტის გამოყენებას, ქაშიბაძის განმარტებით, ისინი სიმპტომებს ხსნიან, მაგრამ ამას სამკურნალო ეფექტი არა აქვს.

ქაშიბაძემ მოუწოდა მოსახლეობას, ახსოვდეთ, რომ რუჯის სწრაფად და უსაფრთხოდ მიღება შეუძლებელია. ჭარბი რაოდენობით მზის სხივებს შეუძლია გამოიწვიოს კანის კიბო, ნაადრევი სიბერე, პიგმენტური ლაქები, ნაოჭების გაჩენა. მან ურჩია მოქალაქეებს, კონსულტაცია გაიარონ დერმატოლოგთან, მიიღონ ინფორმაცია თავიანთი კანის ტიპის შესახებ და ზაფხულში მზეზე შესაბამისად მოიქცნენ.

ყველა ახალი ამბავი
0