21:52 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (188)
1506 0 0

ავიაკომპანია მგზავრობის მსურველებს მოუწოდებს, ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, გადამყვან ავიაკომპანიას მიმართონ

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით,  3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50).

„აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მორიგი ჩარტერული რეისებისა და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

საქართველო გეგმავდა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას 1 ივლისიდან, მაგრამ მოგვიანებით ეს თარიღი ერთი თვით გადაიწია.

 

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (188)

მთავარი თემები