თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50).
„აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მორიგი ჩარტერული რეისებისა და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.
საქართველო გეგმავდა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას 1 ივლისიდან, მაგრამ მოგვიანებით ეს თარიღი ერთი თვით გადაიწია.