13:25 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
41301

საქართველო საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას უკვე 1 ივლისიდან აპირებდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არასახარბიელოა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის თარიღი შეიძლება ივლისის ბოლომდე გადადოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

„ჩვენ, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე. თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე", – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა, ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს სურს რეგულარული რეისების აღდგენა, მაგრამ მოქალაქეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. „არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი, რომ გაგვეხსნა ფრენები", – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ქვეყნის გახსნას საერთაშორისო ტურისტებისთვის, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეაჩერა. პანდემიასთან საქართველოს წარმატებული ბრძოლის წყალობით ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან აღადგინოს შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან გახსნას საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის.

მთავარი თემები