„ეს სარისკოა“ – რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებით

გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ PCR–ტესტი მაღალი რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლის მომენტში შეიძლება დამცავი მექანიზმი გახდეს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ბევრი ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის გარკვეულწილად ტურისტების წყაროდ ითვლებოდა, საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაშია და რისკის შემცველია, რისი დაშვებაც არ შეიძლება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შესაძლებლობის კომენტარისას.

მისი სიტყვებით, ეპიდემიისგან საქართველოს დაცვის მთავარი მექანიზმი საკარანტინო ზონებია.

„ჩვენ ვირუსს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ მივეცით. თუ ჩვენ მაღალი რისკის ქვეყნებისთვის საზღვრებს გავხსნით, ეს რისკები ქვეყანაში შემოვა. როგორც მრავალმა ქვეყანამ, ჩვენ კარი ე.წ. „მწვანე ქვეყნებისთვის“ უნდა გავხსნათ, სადაც ეპიდემია კარგად კონტროლდება“, – განაცხადა გაბუნიამ. 

კერძო სასტუმრო - Sputnik საქართველო
ტურიზმი იხსნება: რამდენი ქვეყნის საზღვარია ღია ტურისტებისთვის

მისი თქმით, ახლა იხილება საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ტურისტების შემთხვევაში ტესტირების მექანიზმი. სანდო ლაბორატორიის მიერ გაცემული 72-საათიანი PCR–ტესტი ქვეყანაში შემოსვლის მომენტში შეიძლება დამცავი მექანიზმი გახდეს, მაგრამ მისი გამოყენება მასობრივად ვერ მოხდება, განსაკუთრებით, თუ ტურისტები მაღალი რისკის ქვეყნებიდან აქტიურად დაიწყებენ შემოსვლას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალზე ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და, ვნახოთ, როგორ წარიმართება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და მგზავრთა სარკინიგზო მომსახურება განახლდა, 1 ივლისიდან კი საერთაშორისო მოგზაურთა მიღების განახლება იგეგმება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 917-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 260 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0