02:25 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

დაზარალებულების ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მოუწოდებს პროკურატურას დააკავოს ყველა, ვინც თაღლითობაშია დამნაშავე

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულმა მეპაიეებმა გენერალური პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

„თაღლითური სქემის მონაწილეები ცნობილია და ყველა უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომ შეასრულოს დანაპირები და დამნაშავეები დააკავოს“, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა Rustavi-2-ის ეთერში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორმა 2006-2020 წლებში შარტავას ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მოქალაქეებისგან მიღებული თანხების მხოლოდ ერთი ნაწილი დახარჯა.

კომპანიამ მშენებლობისთვის სრული თანხა წინასწარ ააგროვა და მალევე შეწყვიტა სამუშაოები, ხოლო ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

ხატიაშვილის თქმით, აღნიშნულ თაღლითურ სქემაში ჩართული იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც, მისი თქმით, ასევე უნდა დაისაჯონ.

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს დაარსდა. 2012 წელს კომპანია 27 მილიონი ლარით დააჯარიმეს, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა.

მრავალი წლის განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობის გამო წუხდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლები - მათი თქმით, სამშენებლო მოედანზე გაჩნდა ნაგავსაყრელი და ის დანაშაულის ბუდედ იქცა. მოტყუებულ მეპაიეებზე საუბარიც ზედმეტია - ისინი უკვე მე-15 წელია ბინებს ელოდებიან.

გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულ მეპაიეებს პირობა მისცა, რომ მშენებლობა გაგრძელდებოდა და ისინი თავის ბინებს მიიღებდნენ.

მთავარი თემები