13:04 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1334)
104 0 0

მამაკაცს PCR–კვლევა ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ საკარანტინო სივრციდან გაათავისუფლეს. ის კარანტინიდან დროებით, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირი წესების მკაცრი დაცვით გათავისუფლდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში 70 წლის მამაკაცს COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა. მანამდე ის კარანტინში იმყოფებოდა, საიდანაც დროებით, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

გამყრელიძის განცხადებით, ზუგდიდის შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები დგინდება.

„ზუგდიდში შემოტანილი შემთხვევაა, აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება კარანტინიდან ადამიანის გათავისუფლებას, დეტალები დგინდება. იქ იყო უბედურება, ოჯახის ტრაგედია და გარკვეული წესების მკაცრი დაცვით მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული საქართველოში „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და ის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან  რუსეთიდან ძმის ცხედარი ჩამოასვენა. მამაკაცს PCR–კვლევა ჩაუტარდა და პირველი უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს საკარანტინო სივრციდან გაწერეს. ის კარანტინიდან დროებით, ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება - კორონავირუსი სამ ბავშვს დაუდგინდა>>

დაკრძალვა, რომელსაც აღნიშნული პირი დაესწრო, 16 ივნისს ზუგდიდში გაიმართა. შემდეგ მას განმეორებით ტესტირება ჩაუტარდა და COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებული რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.

მასთან კონტაქტში მყოფი შვიდი ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, დღევანდელი მონაცემებით, ხუთით გაიზარდა და 893-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 739 ადამიანი. გარდაიცვალა 14. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1334)

მთავარი თემები