ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება - კორონავირუსი სამ ბავშვს დაუდგინდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19 ასევე დაუდასტურდა  ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში  მოგზაურობის ისტორია აქვს.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდასტურდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

დაავადებულებიდან სამი არასრულწლოვანია, აქედან ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი. ისინი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნებიან. COVID-19 ასევე დაუდასტურდა  ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში  მოგზაურობის ისტორია აქვს.

მეტრო - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება მგზავრთა რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ოთხივე მათგანი ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და ბიოლოგიური მასალის კვლევა  ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა.

„ზუგდიდში გამოკვლეულ 139 ადამიანს  კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ზემოთ აღნიშნული ოთხი პირის ტესტი კი, ხელმეორედ ჩატარდა და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე მათ COVID-19 ინფექცია დაუდასტურდათ,"- აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში.

ცნობისთვის, ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა.

საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 23 მაისისთვის 723-ს შეადგენს. აქედან 495 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0