არა დისკრიმინაციას სამსახურში - ახალი წესები დასაქმებულთათვის

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსში შეაქვს ცვლილებები, რომლებითაც დასაქმებული დაცული იქნება ნებისმიერი სახის, მათ შორის, სექსუალური დისკრიმინაციისგან

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს შეუდგა ცვლილებების განხილვას შრომის კოდექსში, რომელთა თანახმად, საქართველოს შრომით კანონმდებლობაში გაჩნდება ახალი აკრძალვები - შრომითი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვებისა.

არანაირი დისკრიმინაცია: საქართველოში შრომის კოდექსის გაუმჯობესებას გეგმავენ >>

შრომის კოდექსში ანტიდისკრიმინაციული ნორმების შეტანა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაა.

დისკრიმინაცია და მისი სახეები

კანონპროექტში მოყვანილი განსაზღვრების თანახმად, „დისკრიმინაცია ნიშნავს განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავებას, გამორიცხვას ან უპირატესობის მინიჭებას“  გარკვეული მახასიათებლების მიხედვით.

ასეთ მახასიათებლებს შორისაა - რასა, კანის ფერი, ენა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილება, ეროვნება, წარმოშობა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა, შრომითი ხელშეკრულების სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილება, ოჯახური მდგომარეობა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება.

ამასთან, კანონპროექტი ასხვავებს ორი სახის დისკრიმინაციას - პირდაპირს და არაპირდაპირს.

ავტორებს არც სექსუალური დისკრიმინაცია დავიწყებიათ. საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ გაჩნდება ცნება „სექსუალური შევიწროება“.

Обувь для новорожденных - Sputnik საქართველო
საქართველოში მამები დეკრეტულ შვებულებაში გასვლას შეძლებენ

კანონპროექტის ავტორები სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევენ პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

ნებადართულის ზღვარი

დისკრიმინაციის ცნება გავრცელდება არა მხოლოდ შრომით ურთიერთობებზე და კარიერულ წინსვლაზე, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობაზეც.

დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის, ვრცელდება აგრეთვე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე, საქმიანობის სფეროს მიუხედავად.

პანდემიის დროს უმუშევრად რომ არ დარჩეთ – საქართველოს პროფკავშირები რჩევებს იძლევა >>

დამსაქმებელი ვალდებული იქნება, თანაბარი ანაზღაურება გადაუხადოს ქალსა და მამაკაცს მათ მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის.

ამასთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ დავებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნის დარღვევით მოქმედებდა. თავად დასაქმებულის მხრიდან საკმარისი იქნება მხოლოდ საჩივრის შეტანა. 

ყველა ახალი ამბავი
0