01:45 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1948)
150 0 0

ნინო ნადირაძეს მოუწია ფარდა აეხადა საიდუმლოსთვის, რომლის შესახებ საზოგადოებამ მისი მრავალწლიანი ქორწინების მანძილზე პირველად გაიგო.

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. კუზანოვების ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. მათი ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი. ბაია სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა და ახლა პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას შეუდგა ბაბუასთან ერთად.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს. ცნობილი წყვილი მალე ბებია-ბაბუა გახდება. მათი ერთადერთი ქალიშვილი შვილს ელოდება.

ნინო ნადირაძე ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ფოტო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ აჭმევს ხელით მეუღლე მის გამომცხვარ ხაჭაპურს. ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1948)

მთავარი თემები