Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინო ნადირაძეს ქმარმა ხაჭაპური გამოუცხო – ტელეწამყვანი ფოტოს აქვეყნებს

© photo: courtesy of Nino Nadiradze-kuzanovaნინო ნადირაძე-კუზანოვა
ნინო ნადირაძე-კუზანოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ნადირაძეს მოუწია ფარდა აეხადა საიდუმლოსთვის, რომლის შესახებ საზოგადოებამ მისი მრავალწლიანი ქორწინების მანძილზე პირველად გაიგო.

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. კუზანოვების ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. მათი ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი. ბაია სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა და ახლა პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას შეუდგა ბაბუასთან ერთად.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს. ცნობილი წყვილი მალე ბებია-ბაბუა გახდება. მათი ერთადერთი ქალიშვილი შვილს ელოდება.

ნინო ნადირაძე ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ფოტო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ აჭმევს ხელით მეუღლე მის გამომცხვარ ხაჭაპურს. ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0