14:01 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1746)
63 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლოპოტაზე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

COVID-19 საქართველოში: სად გამოვლინდა ახალი ინფიცირებული პირები >>

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო დღეს ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არქონა, გაქრობა, შეზღუდვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე, მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში აკეთებდა 100-150 PCR-ტესტს, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს 4500 PCR-ტესტის გაკეთება შეუძლია.

„ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR-ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, - აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში, ლოპოტას ტბაზე დღეს საქართველოსი აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსის წარმომდგენლებს შეხვდა.

 საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ვინ ივლის პირბადის გარეშე: ვინ მოხვდა მთავრობის „მწვანე სიაში" >>

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1746)

მთავარი თემები