ვინ ივლის პირბადის გარეშე: ვინ მოხვდა მთავრობის „მწვანე სიაში"

გამოწერა
საქართველოში პირბადის ტარების აუცილებლობა 15 ივლისამდე მოქმედებს, თუმცა მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ვადა გაგრძელდეს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ, სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებაზე გამონაკლისი დაუშვა რიგი პირებისთვის, მათ შორის ექვს წლამდე ბავშვებისთვის, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

ბზობა კარანტინის დროს - Sputnik საქართველო
როდიდან დაიწყება დაჯარიმება პირბადის არქონის გამო - ახალი განმარტებები

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რაც დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მეტროს ჩათვლით, ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი, რომელმაც ადამიანის პირბადის გარეშე ყოფნა დაუშვა – 500 ლარით.

„ეს წესი... არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ პირბადის ტარება. ყოველივე ეს დეტალურად იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პირბადის გამოყენება ასევე არ იქნება სავალდებულო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევისას, როგორიცაა, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება.

გარდა ამისა, პირბადის მოხსნა შესაძლებელი იქნება საჯარო გამოსვლის ან პრეზენტაციისას, სადაც პუბლიკასა და გამომსვლელს შორის ორმეტრიანი დისტანცია იქნება დაცული.

ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რა შეზღუდვები იხსნება 15 ივნისიდან

მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისა და აღნიშნული დაწესებულებების თანამშრომლებისთვის – აუცილებელი პირობაა.

„არჩეული იქნა ის დახურული სივრცეები, სადაც კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია, კერძოდ: პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ე.წ. "ფრონტ-ოფისებში". ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში მიმდინარე შეხვედრებსა და შეკრებებზე, სადაც აუცილებელი ორმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მეზვრიშვილის თქმით, ყველა ეს ადგილი ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე სივრცეებია.

საქართველოში პირბადის ტარების აუცილებლობა 15 ივლისამდე მოქმედებს, თუმცა მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ვადა გაგრძელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0