12:36 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1334)
96 0 0

საქართველო მზად არის სომხეთს გამოცდილება, ინფორმაცია გაუზიაროს და დეტალურად მოუთხროს იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რაც შეიძლება საინტერესო იყოს სომხური მხარისთვის.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება გაცვალეს – ქართველმა და სომეხმა მედიკოსებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

ონლაინ-შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ტესტირების ალგორითმსა და იმ პრეპარატებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

„ეს შეხვედრა კონკრეტულად შეეხებოდა კლინიკური მენეჯმენტის საკითხებს და ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, თუ როგორ ხდება კლინიკური შემთხვევების მართვა საქართველოსა და სომხეთში. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა. სომეხი კოლეგებისთვის საინტერესოა საქართველოს მიდგომების გაცნობა და იმ სტრატეგიების შესწავლა, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა შეეკავებინა ვირუსის გავრცელება", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი სიტყვებით, საქართველო მზად არის სომხეთს გამოცდილება, ინფორმაცია გაუზიაროს და დეტალურად მოუთხროს იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რაც შეიძლება საინტერესო იყოს სომხური მხარისთვის.

ონლაინ-შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი სიტყვებით, ის, რომ ქართულ და სომხურ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა – დადებითი ფაქტია.

„ჩვენ სომეხ კოლეგებს კორონავირუსის მქონე პაციენტების მართვის საკითხში ჩვენი გამოცდილება გავაცანით, მათ კი თავიანთი გამოცდილება გაგვაცნეს", – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე დარწმუნდა, რომ კორონავირუსის მართვის ქართული პრინციპები ერთ-ერთი სრულყოფილია და სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ სომეხი კოლეგების მიდგომები ვირუსის მართვისა და პაციენტთა მკურნალობის საკითხებში საკმაოდ კარგია და ბევრ რამეში ქართულ პრაქტიკას ემთხვევა.

„კლინიკური მართვის თემა ამოვწურეთ და ხვალიდან ჩვენი ონლაინ-შეხვედრები უფრო მნიშვნელოვან თემებს მიეძღვნება, განსაკუთრებით იმ გაგებით, რომ სომხეთში ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა. და სწორედ ის, რაზეც ხვალ იქნება საუბარი, პირდაპირ შეეხება ეპიდემიის ჩარჩოებში მოქცევას და იმის დაძლევას, რაც იქ ხდება", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ონლაინ-შეხვედრა COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს მეზობელი სომხეთისთვის დახმარების ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო ექიმებს ერევანში გაგზავნის და მეზობელ ქვეყანას დაეხმარება.

12 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 281-ს მიაღწია. ვირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა 258 ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 843-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი და გარდაცვლილია 13 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1334)

მთავარი თემები