გამყრელიძე: დისტანციური სწავლა შეიძლება შემოდგომაზეც გაგრძელდეს

© Sputnik / Olga Kiknavelidzeდისტანციური სწავლა
დისტანციური სწავლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სკოლებში სწავლა, როგორც ყოველთვის, სექტემბერში დაიწყება და, სავარაუდოდ, კვლავ დისტანციურად წარიმართება კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. გამორიცხული არაა, რომ დისტანციური სწავლება კვლავ იყოს აუცილებელი მოსწავლეებისთვის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

რა სიახლეებით ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს >>

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში დაიწყება, მაგრამ გარკვეული წესების დაცვით.

„მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სწავლა სექტემბერში აღდგება, მაგრამ სიტუაცია ისეთი „თავისუფალი“ არ იქნება, როგორიც შარშან სექტემბერში იყო. საგანმანათლებლო პროცესის დაწყებისა და განვითარებისთვის მკაცრი წესები შემუშავდება.

მოსწავლე ონლაინ–გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
რამდენად საზიანოა გაჯეტები პანდემიისას - მედიკოსების რჩევები და დედების პირადი გამოცდილება

განათლების სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა. საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მოსწავლეები მეცადინეობდნენ ან ონლაინ-რეჟიმში, ან „ტელესკოლაში“. ეს განათლების სამინისტროსა და „პირველი არხის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 30 მარტს ამოქმედდა.

სატელევიზიო გაკვეთილებს გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ. გაკვეთილები ტარდება როგორც ქართული, ისე არაქართულენოვანი სექტორებისთვის, ასევე უზრუნველყოფილია სურდოთარგმანი. იმისათვის, რომ უკეთ მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, „ტელესკოლა“ აბიტურიენტებისთვის 15 ივნისამდე გაგრძელდება.

განათლების სამინისტრომ სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ასევე დაიწყო პროექტი „ვებსკოლა“, რომლის მიზანია აბიტურიენტების ცოდნის ამაღლება და დახმარება ახალი უნარების და ინფორმაციის მოპოვების კუთხით. ის 4 ივლისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0