რა სიახლეებით ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს

© photo: Tbilisi State University / FBთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ღამის საათებში ყველაზე ლამაზად განათებული შენობა იქნება.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადებზე ორიგინალური განათება დამონტაჟდა.

თუ როგორ გამოიყურება უნივერსიტეტი ახალი განათების ფონზე საღამოს საათებში, პირველებმა თბილისის მერმა კახა კალაძემ და თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ იხილეს, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შენობის სარეაბილიტაციო შიდა და გარე სამუშაოები.

„ფასადის განათება გამზირს ძალიან მოუხდა. როდესაც სამუშაოები დასრულდება, იგი ძალიან ლამაზი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და ამ პროექტის განხორციელებისთვის. (ჭავჭავაძის) გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. ჩვენი მიდგომა – დედაქალაქში ზუსტად ასეთი ქუჩების არსებობაა. მნიშვნელოვანია ყველა ის სამუშაო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა. გამზირზე ბევრი საპილოტო პროექტი განვახორციელეთ და როდესაც იგი დასრულებულ სახეს მიიღებს, საზოგადოება დაინახავს, რამდენად ლამაზი გამოვიდა ყველაფერი", – განაცხადა კახა კალაძემ. 

მზიურის პარკი - Sputnik საქართველო
„მზიურის“ რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა. ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში განახლდება არსებული დაზიანებული ნარგავები. გამწვანების სამუშაოები ახლო მომავალში იგეგმება.

თსუ-ის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე შენობის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ასევე შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, პირველის მსგავსად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. შიდა სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 21,3 მლნ ლარია.

რაც შეეხება თსუ-ის პირველ კორპუსს, მისი სარემონტო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით 2008-2011 წლებში განხორციელდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – უძველესი უმაღლესი სასწავლებელია არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში. იგი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. თსუ-ის მეორე კორპუსი 1940 წელს, პირველი კორპუსის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა. უნივერსიტეტში დაახლოებით 35 ათასი სტუდენტი სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0