02:16 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
496 0 0

ინგა გრიგოლია სატელევიზიო არხზე რჩება, როგორც გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი და გადაცემების პროდიუსერი

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ დირექტორის პოზიციას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ინგა გრიგოლია: „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ >>

გრიგოლია წერს, რომ ბოლო პერიოდში მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა და ბევრ ადამიანს აწყენინა მწვავე რეპორტაჟების გაკეთების გამო, რადგან ტელევიზიაში გასული მასალები მათ სამსახურს ეხებოდა.

„ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება. არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო, რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა. ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი, მაგრამ ამ ბოლო დროს ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა“, - განმარტავს გრიგოლია.

ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და ინგა გრიგოლიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინგა გრიგოლიას დირექტორობის დროს ტვ „პირველმა“ მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე, დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს. შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების“, - დაწერა ვატო წერეთელმა.

გრიგოლიას თქმით ტელევიზიაში რჩება, როგორც გადაცემა რეაქციის წამყვანი და გადაცემების პროდიუსერი.

მისი დირექტორობიდან წასვლის შემდეგ ტელევიზიას მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს.

ტელეკომპანია „TV პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს >>

„ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ „პირველის“ გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად“, - წერს წერეთელი.

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორობის პოსტს ოქტომბრიდან იკავებდა. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა.

მთავარი თემები