ინგა გრიგოლია: „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

© Photo: courtesy of Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტვ პირველის“ დირექტორის თქმით, სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით უკვე აღიძრა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ, იუწყება პირველი არხი ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციის დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი, ოპერატორს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბექა მარშანიშვილი და სალომე თითმერია, ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტი და ოპერატორი დილიდან აშუქებდნენ აქციას. დასრულებისას იქ მყოფ ადამიანებს ეკითხებოდნენ მათი ჩამოსვლის და ღონისძიებაში მონაწილეობის მიზეზს და ამ დროს ჯერ გაურკვეველმა ტიპებმა, იმედი მაქვს, მათი იდენტიფიცირება არ გაუჭირდება პოლიციას, რადგან კადრებიც არსებობს, განახორციელეს მათზე თავდასხმა. ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა“, -განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა.
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერთა მიტინგზე - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ოპოზიციას არ მოვექცევით ისე, როგორც ის იმსახურებს

ინგა გრიგოლია სამართალდამცავი უწყებისგან ამ პირების ვინაობის დადგენასა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ კი ინგა გრიგოლიამ გამოაქვეყნა Facebook-პოსტი, რომელშიც წერს, რომ „აღიძრა საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით, 154-ე მუხლით, დიახ! „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცენდენტი, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და რასაც კანონი ითვალისწინებს, იმ სასჯელს მიიღებენ თავხედი თავდამსხმელები“.

ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა - "ქართული ოცნების" აქცია თბილისის ცენტრში >>

შაბათს მოქმედმა ხელისუფლებამ თავისუფლების მოედანზე ათი ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა. მათ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა იზეიმეს.

„ქართული ოცნების“ აქცია ოპოზიციური პარტიების უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახლებური სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0