18:20 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4673
  • 100 RUB4.3180
  • USD3.0614
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1208)
170 0 0

მძღოლებმა მგზავრობის ღირებულების მნიშვნელოვანი მომატება გადაწყვიტეს, რადგანაც ამ ეტაპზე ისინი გაცილებით ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა თითქმის 2,5-ჯერ ძვირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 24 მარტს აიკრძალა, 8 ივნისიდან აღდგება.

მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზად მძღოლები სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ასახელებენ, რის გამოც მათ გაცილებით ნაკლები რაოდენობის მგზავრების მომსახურება მოუწევთ.

მძღოლების თქმით, ადრე სამარშრუტო მიკროავტობუსები ბოლომდე ივსებოდა და ერთდროულად 22 ადამიანი გადაჰყავდათ, ახლა კი მათ გაცილებით ნაკლები ადამიანი გადაჰყავთ, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1208)

მთავარი თემები