17:40 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1189)
160 0 0

ამ დროისთვის კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, მკურნალობს 150 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 796-ს მიაღწია.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის რაიონის სოფელ მარეთს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ერთი ოჯახის ორ წევრს გამოუვლინდა. ინფექცია გუშინ დადასტურდა. ინფიცირებული არასრულწლოვნები არიან.

ინფექციურმა საავადმყოფომ 1 ივნისს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი მიიღო, მეოთხე პაციენტს საეჭვო სიმპტომები აქვს და მისი შედეგები ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. ეს პაციენტები ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან.

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე პრობლემური პაციენტები აღარ არიან, სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

კლინიკაში ორი არასრულწლოვანი მკურნალობს.

„საბურთალოს კლასტერის“ გამო ნუცუბიძის ტერიტორია იკეტება? – ეპიდემიოლოგების განმარტება>>

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ საქართველოში 80%-ს მიაღწია. კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, 150 ინფიცირებული მკურნალობს.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა გარკვეულწილად მატება, ახალი წყაროს გაჩენამ გამოიწვია გარკვეულწილად შიში, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველ პაციენტს ჰქონდა ბევრი კონტაქტი, მაგრამ ყველა უკვე დადგენილია.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მისდიონ რეკომენდაციებს, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 9 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსი დაუდასტურა სამს. რეანიმაციულ განყოფილებაშია ერთი პაციენტი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1189)

მთავარი თემები