„საბურთალოს კლასტერის“ გამო ნუცუბიძის ტერიტორია იკეტება? – ეპიდემიოლოგების განმარტება

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა – ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საბურთალოს კლასტერის რამდენიმე კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესახებ ინფორმაცია 30 მაისს გავრცელდა – ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი.

ზახაშვილის განცხადებით, „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი ან მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფება.

„აღნიშნული პირები ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან, აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია. პროცესი სრულად მართვადია, შესაბამისად, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვის საკითხი არ დგას და არც განიხილება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ რამდენიმე ადამიანმა საკარანტინო სივრცეებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ გადასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან, როგორც გაირკვა, ისინი იმ კორპუსის მიმდებარედ ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. ითქვა, რომ ამ ადამიანებს ბინაში თვითიზოლაციის პირობების შექმნა გაუჭირდებოდათ.

ამ დროისათვის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი უკვე 23 ადამიანს დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634, გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0