22:13 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (116)
44 0 0

ქართველი ეკოლოგები სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოსთვის საერთო მდინარის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ და მისი სისუფთავისთვის იბრძვიან.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში დღეს მდინარე მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს კოალიცია „მტკვარი-არაქსის“ ინიციტივით დაფუძნდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ეს დღე ერთდროულად აღინიშნება საქართევლოში და მეზობელ სომხეთსა და აზერბიჯანში. ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე განისაზღვრა წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანულ და არაორგანულ დამაბინძურებლებს და მძიმე ლითონებს სპეციალურ ლაბორატორიაში შეამოწმებენ. ანალიზების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზს ყოველთვიურად იკვლევს 19 წერტილში და ყოველ სამ თვეში – 33 წერტილში. შედეგები სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგულარულად ქვეყნდება.

მტკვარი ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში. სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მდინარე სამი სახელმწიფოს – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება. აქედან საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძირითად მდინარეს წარმოადგენს. მტკვრის აუზის ნაწილი სომხეთისა და ირანის ტერიტორიებზეა.

მდინარე მტკვარი უფრო სუფთა გახდება>>

მტკვრის სიგრძე 1364 კილომეტრია, აუზის ფართობი – 188 ათასი კვადრატული კილომეტრი.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (116)

მთავარი თემები