01:49 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
მტკვრის დასუფთავება

მდინარე მტკვარი უფრო სუფთა გახდება

© photo: Tbilisi City Hall / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (42)
92 0 0

დასუფთავების აქცია პოლიეთილენის პაკეტებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას ითვალისწინებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ მდინარე მტკვარს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წმენდენ, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჰაერის დაბინძურების დონე თბილისში საგანგაშოა: პარლამენტი ზომებს მიიღებს>>>

დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, რაც პოლიეთილენის პაკეტებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას ითვალისწინებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან შპს „თბილსერვის ჯგუფი" და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური.

„თბილისის მერის დავალებით მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ტარდება, რადგან მდინარეში დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაფიქსირდა. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება – ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე", – განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ.

მდინარე მტკვარი საქართველოსა და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მდინარეა, რომელიც სამ სახელმწიფოში მიედინება. იგი სათავეს თურქეთში იღებს და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, საბოლოოდ კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მდინარის აუზის მოცულობა 188 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მდინარის მთლიანი სიგრძე 1,5 ათას კილომეტრზე მეტია. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (42)

მთავარი თემები