ლაგოდეხში მალარიის საშიშროებაა? მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

© Pixabay / Emphyrioმალარიის კოღო
მალარიის კოღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი მომრავლებას უჩივის.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მალარიის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით გარემოს დამუშავებას ითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ჰერეთისკარის, ჭიაურისა და თამარიანის მოსახლეობა ირწმუნება, რომ მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი ისე მომრავლდა, რომ მიწის ნაკვეთებში მუშაობა ჭირს.

ხაფანგი აზიური ფაროსანასთვის - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დაიწყონ

„ჩვენ სოფლებში ღელეებია და გრუნტის წყლებიც, ტენიანობა მაღალია, დაჭაობებული ადგილებიც ახლოა, აქედან გამომდინარე, იმდენი კოღოა, თვალებში გვივარდებიან, განსაკუთრებით საღამოს საათებში აქტიურდებიან. კიდევ კარგი, ამ ეტაპზე ავად გახდომის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ წესით მაისში უნდა შეწამლულიყო ხსნარით აქაურობა და ივნისი დაიწყო, ჯერაც არავინ ჩანს“, - განაცხადა ჭიაურის მკვიდრმა, თეონა კახნიაშვილმა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მერიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით უკვე მიმართა.

„ჭიაურის თემის სოფლებში მალარიის საწინააღმდეგო ორთქლით დამუშავება წელიწადში ორჯერ ხდება, მეორედ აგვისტოში უწევს. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და მალარიის გავრცელების საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე, უკვე მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა დაჩქარებულად მოხდეს ტერიტორიის დამუშავება კოღო ანოფელესზე“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0