17:33 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1189)
184 0 0

ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში ჯერჯერობით ბოლნისის რაიონში, კერძოდ, სოფელ მუშევანში რჩება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 75 ადამიანი გამოვლინდა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე ცხელი წერტილი ბოლნისის რაიონი სოფელი მუშევანია, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მუშევანში პარასკევს 574 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, აქედან 19 დადებითი აღმოჩნდა. სოფელში სულ 1135 კვლევა ჩატარდა. გამოვლიდა 75 ინფიცირებული, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი. დაახლოებით 60 ადამიანი საკარანტინო ზონებშია განთავსებული.

„სოფელ მუშევანში გამოვიკვლიეთ 750 ადამიანი, რაც არის სოფლის მთლიანი მოსახლეობა. ეს 1 135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებით ჩავატარეთ ტესტები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების კუთხით მთელ რეგიონში კვლავ რთული სიტუაციაა, აღნიშნა გამყრელიძემ და გამოთქვა კმაყოფილება, რომ საქართველოს საზღვრები კარგად არის დაცული.

კორონავირუსით რაიონი ყველაზე მეტად დაზარალდა. საწყის სტადიაზე ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალისტებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა და არ აძლევდა ტესტირების ჩატარების საშუალებას, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ადგილობრივები ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილი არიან.

სოფელი მუშევანი წითელ, საკარანტინო ზონად 25 აპრილს გამოცხადდა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამგვარად, დღეისათვის ეს ვირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა.

საჭირო გახდება თუ არა რეგულაციების გამკაცრება – მარინა ეზუგბაიას განმარტება>>

გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1189)

მთავარი თემები