საქართველოში 29,8 ათასი ბავშვი კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშაა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმზიური
მზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ბავშვების ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 29,8 ათას ბავშვს არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის საშუალება, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბავშვები იმ პირობებით, რომელიც ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 

ბავშვები - Sputnik საქართველო
ბავშვის უფლებათა კოდექსი საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიამ ძლიერი გავლენა იქონია ბავშვებსა და მოზარდებზე. ფონდი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ბავშვების მდგომარეობით, რომელთაც ძირითად და აუცილებელ რესურსებთან ნაკლები წვდომა აქვთ. განსაკუთრებით დაუცველი არიან ის ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები – ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

„საქართველოში 29,8 ათას ბავშვს სახლში არ აქვს იმის პირობა, რომ ხელი წყლითა და საპნით დაიბანოს. შესაბამისად, ასეთ ბავშვებს შორის კორონავირუსით ინფიცირების რისკი უფრო მაღალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწავლის გაგრძელება და სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ. ინტერნეტისა და ელექტრონული რესურსების, სახლში შესაბამისი სასწავლო გარემოსა და მშობლების მხარდაჭერის არქონის გამო ბავშვები იმ საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, რომ ისინი, შესაძლოა, სწავლის პროცესს ჩამორჩნენ. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50,4 ათას ბავშვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს. 

მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების წვდომა უსაფრთხო და უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე“, – განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოში სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული კოდექსის განხორციელებაში.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი" 2019 წლის სექტემბერში მიიღო. ის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მისი 1 სექტემბრამდე გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0