15:01 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (208)
95 0 0

თამბაქო ამძიმებს კოვიდ ინფექციას, მწეველი ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის ფატალური გამოსავლით, მიიჩნევს ამირან გამყრელიძე

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში თამბაქოს მოხმარებით წელიწადში იღუპება 11 ათას 400 ადამიანი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა.

31 მაისს აღინიშნება „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“, რომელიც დღეს გაეროს მსოფლიო და საერთაშორისო დღეების სისტემაში შედის.

საუკეთესოა ფილტვების გასაძლიერებლად: ექიმები ექვს პროდუქტს ასახელებენ >>

სტურუას თქმით, კორონავირუსის გამო ბევრი დარგის წარმომადგენელმა თავის საქმიანობაში ცვლილება შეიტანა, დაიწყო დამცავი პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების გამოშვება. თუმცა თამბაქოს მრეწველობას არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია.

„თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა, იძულებულია, გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიიდან, მაგრამ ეს უკან არ უნდა წევდეს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით იღუპება რვა მილიონი ადამიანი, ხოლო საქართველოში – 11 400 ადამიანი“, - განაცხადა ლელა სტურუამ.

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით,  თამბაქო ამძიმებს კოვიდ ინფექციას, მწეველი ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის ფატალური გამოსავლით.

„მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ დისკუსიას შევეშვათ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით. საქართველო ყველაზე მწეველი ქვეყნების სიაში შედის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მამაკაცთა ნახევარზე მეტი (57%) ეწევა. მწეველთა შორის საკმაოდ მაღალია 13-15 წლის მოზარდთა წილი (12,6%).

საქართველოში ბოლო წლებში „კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ რამდენჯერმე გაამკაცრეს. 2018 წლის 1 მაისიდან მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში - ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და სხვ. გამონაკლისს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები შეადგენს.

2019 წლის დასაწყისში ძალაში შევიდა ცვლილებები „კანონში თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“, რომელთა მიხედვით მოწევა დასაშვები გახდა უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (208)

მთავარი თემები