14:27 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1182)
75 0 0

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა შემცირდება, მაგრამ მათ სრულად გაუქმებას პარლამენტი არ აპირებს

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი გადახედავს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე–სპიკერმა მამუკა მდინარაძემ. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჯარიმების ჩამოწერას ან სრულად გაუქმებას არავინ არ აპირებს, ვინაიდან მოსახლეობამ ეს, შესაძლოა, აღიქვას იმის მინიშნებად, რომ საფრთხემ ჩაიარა, ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა გამოიწვიოს.

 „თუმცა, მეორე მხრივ, გასაგებია, რომ 3 ათასი ლარი - ძალიან დიდი თანხაა, მოსახლეობის 90% ასეთი ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. გამომდინარე აქედან, ჩვენ შუალედური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

რამდენით შეიკვეცება ჯარიმა, დეპუტატის თქმით, ეს განსახილველი საკითხია.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს>>>

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, 7 777 ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის - 15 ათას ლარს.

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მათ გასულ კვირას მთავრობას შესთავაზეს ამ ჯარიმების ჩამოწერა, თუმცა, ინიციატივას რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ პარტიამ გადაწყვიტა ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირება კანონპროექტის სახით.

საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მის დასრულებამდე გადაიდო.

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1182)

მთავარი თემები