ირაკლი კობახიძე: ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა ალბათ მიუღებელი იქნება

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა მიუღებელია, რადგან ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის ჯარიმების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით. 

პოლიცია ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, 7 777 ჯარიმა გამოიწერა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შესების დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კობახიძის განმარტებით, ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე აუცილებელია მსჯელობა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოსახლეობის ინტერესები, ასევე ისიც, რომ მომავალში საგანგებო მდგომარეობა სწორად იყოს მართული.

„შეზღუდვების რეალიზების აუცილებელი პირობა ჯარიმებია, ამიტომაც თუ საზოგადოებას ეცოდინება, რომ სანქციები არაფერს ნიშნავს და მათი ჩამოწერა შეიძლება ერთი ხელის მოსმით მოხდეს, პრევენციული თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ეს ჯარიმები ჩვენი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია, ამიტომაც საკითხი სიღრმისეულ მსჯელობას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“. 

რამდენი ჯარიმა გამოიწერა საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში – დინამიკა კვირების მიხედვით - Sputnik საქართველო
ჯარიმები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის: რამდენი ადამიანი „გაება მახეში"

ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ჯარიმების პრობლემა ყველაზე არაპოპულარულია, თუმცა პრობლემის განხილვა საინტერესო იქნება.

„ოპოზიცია ითხოვს ზუსტად არჩევნების წინ ამ დავალიანებების ჩამოწერას. თუმცა, ჩვენ ვიმსჯელებთ არა იქიდან გამომდინარე, თუ როდის ტარდება არჩევნები, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა არის საჭირო მომავალში საგანგებო მდგომარეობის სწორად მართვისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, წესით, 23 მაისიდან ყველა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადონ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0