გახარია: სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის შემცველი არიან

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსატვირთო ავტომობილი ბლოკპოსტზე
სატვირთო ავტომობილი ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევბი 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12 პაციენტი.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში ინტერპელაციის წესით დეპუტატებთან შეხვედრაზე იმყოფება.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა>>

დღეს საქართველოში კორონავირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ექვსი საკარანტინო ზონიდანაა, ორი კი სატვირთო მანქანის მძღოლია.

„მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველი და მათი კონტროლი... რომ მათ შრომა არ გააჩერონ... არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

„მინდა ასევე გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0