19:19 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

პატრიარქის სიტყვებით, იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მან სხვებისთვის უნდა იცხოვროს და ისინი გაახაროს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ადამიანი დაბადებულია ბედნიერებისთვის, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ქადაგებისას. 

ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ უფლის მსგავსად ყველა ადამიანი უნდა ამაღლდეს და მას უნდა ახსოვდეს, რომ ამ წუთისოფელში დროებით ვიმყოფებით.

„მინდა გაგამხნევოთ: ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის, ან მომავალში იქნება – ისინი ჩვენ ამაღლებაში დაგვეხმარება... ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ... ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი... ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა, ადრე თუ გვიან, დამთავრდება“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის სიტყვებით, იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მან სხვებისთვის უნდა იცხოვროს და ისინი გაახაროს.

„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა... ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ნინოობის დღესასწაულზეც ისაუბრა.

„ორშაბათს არის ნინოობა, ხვალ მივემგზავრებით ბოდბეში და კვირას, საღამოს იქნება ლოცვა, ორშაბათს – წირვა. წმინდა ნინო შეგეწიოთ და დალოცვილი იყავით“, – ბრძანა პატრიარქმა.

მთავარი თემები